About Us

მადმუაზელი ქმნის, აწარმოებს და ყიდის ხელნაკეთ თანამედროვე სამკაულებს, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ვერცხლის და მინანქრის სამკაულების ფართო არჩევანს.

მადმუაზელი დაარსდა 2015 წელს საქართველოში და დღეს იგი წარმოადგენს საიუველირო გალერეათა ქსელს, რომლის მთავარი პრიორიტეტებია : მუდმივი ინოვაცია, დახვეწილი გემოვნება, უმაღლესი ხარისხი და რაც მთავარია ხელმისაწვდომი ფასი.

როგორ ვაკეთებთ სამკაულს

მინანქარი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი ტრადიციული დარგია.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული მინანქრის დამუშავების ტექნოლოგია არის ტიხრული მინანქარი რომლის განსხვავება მინანქრის დამუშავების სხვა ტექნოლოგიებთან გამოიხატება იმით, რომ მინანქრით ამოვსება ხდება ვერცხლის ძაფების მაგვარი ტიხრებით აწყობილ გამოსახულებაში, რომელიც თავისთავად დამაგრებულია ლითონის ფირფიტაზე ამ სახის მინანქარს ტიხრულს უწოდებენ.

ტიხრული მინანქრით შემკული ნაკეთობის შექმნისას ხდება ვერცხლის ან სპილენძის ტიხრების დამზადება მათთვის ფორმის მიცემა და წინასწარ შედგენილი ესკიზის მიხედვით ნახატის აწყობა შემდეგ ფიგურებში ნემსის დახმარებით სვამენ მინანქარს და ნაკეთობას გამოწვავენ სწორედ ასეთი რთული ტექნოლოგიით იქმნება სხვადასხვა დანიშნულების ნივთები.

ტიხრული მინანქარი კლასიკური ტექნიკის მიხედვით კეთდება (ოქროზე, ვერცხლზე, სპილენზე). მეტალზე მიერჩილება ან წებდება ძაფივით წვრილი თხელი მეტალის მავთული და შექმნილ ტიხრებს შორის ადგილები იფარება ივსება მინანქრის ფხვნილით. შემდეგ ხდება გამოწვა სპეციალურ ღუმელში მაღალ 750 – 800 ტემპერატურამდე. ბოლოს ხდება ნაკეთობის პოლირება – გაპრიალება. ამგვარად მზადდება ულამაზესი სამკაულები, ხატები ,ჯვრები და სხვა მრავალი ნაკეთობები. პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ძირითადად ხელით კეთდება ყველაფერი და ამიტომაც ნაკეთობები ძვირად ღირებულია.